LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

63

6-7 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

8-10 აგვისტოს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით. 9 აგვისტოს ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +24, +29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

რაც შეეხება თბილისს, დედაქალაქში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები