LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიამ განსაკუთრებული მოინდომა: მოურინიოს ნაკრებს ანდობენ

66

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ წინადადება მიიღო ჩაიბაროს… სირიის ნაკრები.

ოფიციალური განცხადება სირიის ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქზე გამოქვეყნდა.

”ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ჟოზე მოურინიოს გაეგზავნოს ოფიციალური მოწვევა ჩაიბაროს სირიის ეროვნული ნაკრები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ნაკრების წინა მწვრთნელი ფაჯრ იბრაჰიმი 29 მარტს წავიდა გუნდიდან.
სირიის ნაკრები აზიის ზონაში 2018 წლის მსოფლიო ჩმოიონატის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდშია გასული.

შეგახსენებთ, განსაკუთრებული კაცი ლონდონის ”ჩელსიდან” გასულ დეკემბერში გაუშვეს და მისი გადაბირების მთავარ კანდიდატად ”მანჩესტერ იუნაიტედი” სახელდება.

 

 

928771636815257_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები