LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში აღარ ისვრიან, ახალ წელს მოსახლეობა ომის გარეშე ხვდება

84

სირიაში შუაღამისას ძალაში შევიდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

29 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და სირიის ხელისუფლებასა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის შერიგების შესახებ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ კი აღნიშნა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ასადის რეჟიმსა და ამბოხებულებს შორის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა სამშვიდობო მოლაპარაკებამდე მისვლა.

სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა მოლაპარაკებებისთვის იანვარში ყაზახეთში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები