LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლი 9 აპრილის მოვლენების დროს საქართველოში ერთ-ერთი ქვედანაყოფის ხელმძღვანელია

25

სირიაში, ხმეინის ავიაბაზაზე, რუსული სატვირთო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის ერთ-ერთი მსხვერპლი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ერემეევია. ერემეევი 1989 წლის 9 აპრილს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებში მონაწილეობდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რუსულ მედიაში ვრცელდება მისი ბიოგრაფია, რომლის მიხედვითაც, 1988-1991 წლებში პოლკოვნიკის წოდებაში ერემეევი ხელმძღვანელობდა ქვედანაყოფს, რომელიც „საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაში“ მონაწილეობდა.

სირიაში, ხმეინის ავიაბაზაზე რუსული სატვირთო თვითმფრინავი დაჯდომისას ჩამოვარდა. შემთხვევა 6 მარტს მოხდა. ბოლო მონაცემებით, ბორტზე მყოფთაგან, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავიაკატასტროფის მიზეზად თვითმფრინავის გაუმართაობა დაასახელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები