LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში პანკისის ხეობის მკვიდრი ოჯახთან ერთად გარდაიცვალა

54

სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს, დაახლოებით ორ კვირის წინ, სავარაუდოდ „ისლამური ხალიფატის“ რიგებში მებრძოლი პანკისის ხეობის მკვიდრი ოჯახის წევრებთან ერთად დაიღუპა,  ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს, „ხალიფატის“ მებრძოლთან ერთად, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა.

„ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, დაღუპული უნდა იყოს “ისლამური ხალიფატის” რიგებში მებრძოლი საქართველოს კიდევ რამდენიმე მოქალაქე. ზუსტ ინფორმაციას ჯერ არ ვფლობთ.
ბოლო დროს სირიის სამთავრობო ჯარებისა და საერთაშორისო კოალიციის წარმატებული ოპერაციების შედეგად, „ხალიფატი“ დიდ დანაკარგებს განიცდის როგორც ტერიტორიული, ასევე ადამიანური რესურსის სახით“, – წერს „კვირის პალიტრა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები