LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში რუსული გამანადგურებელი სუ-24 ჩამოვარდა

37

სირიაში რუსული გამანადგურებელი სუ-24 ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ცნობით, თვითმფრინავი სამხედრო აეროდრომიდან აფრენისას 10 ოქტომბერს ჩამოვარდა. ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება ვერ მოასწრეს და დაიღუპნენ.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, მომხდარის მიზეზი, შესაძლოა, გამანადგურებლის ტექნიკური გაუმართაობა ყოფილიყო.

რუსული გამანადგურებლები სირიაში, კერძოდ, ლატაკიის პროვინციაში, სამხედრო ავიაბაზაზე არიან დისლოცირებულნი. ისინი სირიის ტერიტორიაზე ტერორისტების წინააღმდეგ ავიაიერიშებს ახორციელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები