LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიაში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

85

სირიაში რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი An-26 ჩამოვარდა და 32 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასაფრენ-დასაშვებ ბილიკამდე ვერ მიფრინდა და 500 მეტრში მიწაზე დაეცა. მათივე თქმით, თვითმფრინაში ხანძარი ან აფეთქება არ ყოფილა.

ჯერ-ჯერობით კატასტროფის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

An-26 სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც სამხედრო ტექნიკისა და სამხედროების გადაყვანისთვის არის განკუთვნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები