LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიელმა ქურთებმა „ისლამური სახელმწიფოს“ რამდენიმე ათასი მებრძოლი ტყვედ აიყვანეს

28

„სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ ტყვედ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ათასობით მებრძოლი აიყვანეს, მათი უმეტესობა უცხოელია, – ამის შესახებ აშშ-ში „სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენელმა სინამ მოჰამადმა განაცხადა.

„ზუსტი რიცხვი ჩემთვის უცნობია. ათასობით ტერორისტია დაკავებული. მათი უმეტესობა უცხოელია. მოვუწოდებთ მათ ქვეყნებს, ჩამოვიდნენ და წაიყვანონ ეს ტერორისტები სამშობლოში,“ – განაცხადა მოჰამადმა.

მისივე თქმით, რუსეთმა, სუდანმა და ინდონეზიამ რამდენიმე დაკავებული უკვე წაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები