LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიის არმიის ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

94

სირიის არმიის განცხადებით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, ამის შესახებ სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანაზე“ დაყრდნობით „ბიბისი“ წერს.

„სანას“ ცნობით, თვითმფრინავმა სირიის ძალებზე ღამით მიიტანა იერიში, ინციდენტი კი სირიის სამხრეთ-დასავლეთით, გოლანის მაღლობთან მოხდა.

ისრაელი კი მათი კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდებას უარყოფს, იერუსალიმში აცხადებენ, რომ  გოლანის მაღლობებზე ჭურვის აფეთქების შემდეგ თვითმფრინავებმა სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანეს და შემდეგ ბაზაზე დაბრუნდნენ.

 

პოპულალურები