LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა – ანატოლი ბიბილოვი

90

“სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი სამხრეთ ოსეთს აუცილებლად ეწვევა,” – ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

დამასკოში ვიზიტის დროს ბიბილოვმა სირიის ლიდერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე დაპატიჟა.

„ჩვენი ხალხის სახელით ასადი ჩვენს რესპუბლიკაში დავპატიჟე და მან ეს მოწვევა მიიღო. ჩამოვა თუ არა ის დამოუკიდებლობის აღიარების 10 წლის იუბილეზე, ჯერჯერობით უცნობია. ასადი სამხრეთ ოსეთში აუცილებლად ჩამოვა. გამომშვიდობებისას მან თქვა: „სამხრეთ ოსეთში შეხვედრამდე”- განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვის თქმით, ვიზიტისზუსტი თარიღი სირიაში არსებულ სიტუაციაზე და ასადის მჭიდრო სამუშაო განრიგზე იქნება დამოკიდებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები