LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სირიის პრეზიდენტი პარალიზებულია – რატომ მოათავსეს ბაშარ ასადი საავადმყოფოში

85

არაბმა ჟურნალისტმა ვისამელა ჰურრამ ინტერნეტში განათავსა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი იმ საავადმყოფოს წარმომადგენელთან, სადაც, სავარაუდოდ,სირიის პრეზიდენტი იმყოფება. ინფორმაციას პორტალი Timeturk ავრცელებს.

მანამდე მედია წერდა, რომ ბაშარ ალ ასადი პარალიზებულია, მას დამბლა აქვს და სასწრაფოდ საავადმყოფოში მოათავსეს. ოფიციალურად ინფორმაცია არავის დაუდასტურებია.

ჰურრამ შეძლო სამედიცინო დაწესებულებას დაკავშირებოდა და  მორიგე ექიმს ესაუბრა. ჟურნალისტმა მას თავი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლად გააცნო. სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, რომ ბაშარ ალ ასადი ნამდვილად იმყოფება კლინიკა „შამში“, თუმცა ამას საგულდაგულოდ მალავენ.

„მალაკ ალი გასანი ვარ, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გესაუბრებით. ძალიან გთხოვთ, არავის უთხრათ, რომ პრეზიდენტი კლინიკაში იმყოფება,“ – უთხრა ჰურრამ მორიგე ექიმს.

ექიმმა კი უპასუხა, რომ „ყველა ექიმმა იცის, ვინ არის ავადმყოფი მამაკაცი“ და რამდენჯერმე დაეთანხმა ჰურრას თხოვნას, არავისთვის ეთქვა პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ.

ოფიციალური დამასკო არ ადასტურებს, რომ ასადს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები