LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლის ლაქები ორ სვიტერსა და ორ ქურთუკზე შეუძლებელია აღმოჩნდეს – ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი

88

როგორც ჩანს, გამოძიებამ არც სახლიდან ამოღებულ ტანსაცმელსა და არც ლადო გრიგალაშვილის ტანსაცმელზე, რაც ეცვა, თითო წვეთი სისხლი არ დაიშურა, – ამის შესახებ თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ყურადღება მისაქცევია იმაზე, რომ როდესაც გამომძიებელმა ტანსაცმელი ამოიღო, ჩხრეკის შედეგად მან თქვა, რომ ვიზუალურად ვერ დაინახა სისხლი. სისხლის ლაქები ორ სვიტერსა და ორ ქურთუკზე შეუძლებელია აღმოჩნდეს. როგორც ჩანს, გამოძიებამ არც სახლიდან ამოღებულ ტანსაცმელსა და არც ლადო გრიგალაშვილის ტანსაცმელზე, რაც ეცვა, არ დაიშურა თითო წვეთი სისხლი. ამასთან, ფარული ჩანაწერის გამკეთებელმა გამომძიებელმა არ განუმარტა ბრალდებულს უფლებები,” – განაცხადა ადვოკატმა.

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილს ყელის არეში დანით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და ასევე დაზიანებები აღენიშნებოდა თავის არეში. პოლიციამ ნაცვლიშვილის მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავა.

ლადო გრიგალაშვილს ბრალი 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები