LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში კვლევა ჩატარდება

33

სისხლში ტყვიის შემცველობაზე ბავშვებში კვლევა ჩატარდება, „ლიბერალის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა,

დავით სერგეენკოს თქმით, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა გადაჭრით არ ნიშნავს, რომ მას ადამიანზე დამაზიანებელი გავლენა აქვს.

”რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ხორცპროდუქტების ნაწილში ტყვიის აღმოჩენის შესახებ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ, რა თქმა უნდა, საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს გარანტირებულად არ ნიშნავს, რომ მას დამაზიანებელი მოქმედება აქვს მოსახლეობაზე. ჩვენ ცალკე კვლევას ვგეგმავთ და მალე დავიწყებთ; ბავშვებში, განსაკუთრებით არის აქტუალური სისხლში ტყვიის შემცველობა, რაც არის სწორედ განმსაზღვრელი და არა მხოლოდ პროდუქტებში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კვლევაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იმუშავებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები