LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სითი პარკმა“ კეკელიძეზე გაჩერებულ მანქანებს საპარკინგე ადგილები შემოუხაზა (ფოტო)

53

სოციალურ ქსელში თეა ყიფშიძე ავრცელებს ფოტოს და პოსტს, სადაც აღნიშნავს, რომ „სითი პარკმა“, სახლთან დაყენებული მანქანების მიუხედავად, დახაზა ადგილები გვიან ღამით და ამკრძალავი ნიშანიც დადგა…

გთავაზობთ პოსტს:

„სახლთან დაყენებული მანქანების მიუხედავად, გვიან ღამით სითი პარკმა „ლამაზად“ დახაზა ადგილები, დაარჭო გაჩერების ამკრძალავი ნიშანიც და ერთის მხრივ, ასე გააჩინა ახალი საპარკინგე სივრცე (ალბათ ეს სივრცეა, ხელშეკრულება რომ ავალდებულებდა), მეორეს მხრივ კი, ასე განგვისაზღვრა ამ ქუჩაზე (კეკელიძე) მაცხოვრებლებს, რამდენი ადგილი უნდა იყოს. სახლთან გასაჩერებელი ისედაც მწირი ადგილების ძებნით დანევროზებულებს ახალი „ბედნიერება“ გვეწვია – „სითი პარკის“ წარმომადგენელი დაგულაობს და ჯარიმებს ჯარიმებზე აცხობს. სურათს თუ კარგად დააკვირდებით, მარჯვენა მანქანა შარშია (მშვენიერი ადგილია, მაგრამ რად გინდა, ხაზს გარეთ მოხვდა).

სერიიდან – ცხოვრება მშვენიერია!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები