LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტი ყველაზე ძვირფასი გუნდია: ვის ყავს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

110

სპორტული კვლევების ცენტრმა CIES Football Observatory-მ ევროპის TOP5 ლიგების ყველა მოთამაშის ღირებულება შეისწავლა და ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობები დაასახელა.

მოთამაშეთა საორიენტაციო სატრანსფერო თანხების მიხედვით, ყველაზე ძვირფასი შემადგენლობა ინგლისის პრემიერლიგის ლიდერს “მანჩესტერ სიტის” ჰყავს. ამ გუნდის ყველა ფეხბურთელის ღირებულება შეადგენს 1.196 მილიარდ ევროს, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა კევინ დე ბრუინი – 144.5 მილიონი ევრო.

“სიტიში” კიდევ სამი ფეხბურთელია, რომელთა ღირებულება აღემატება 100 მილიონ ევროს: ლეროი სანე (118.4 მილიონი), რაჰიმ სტერლინგი (118.2 მილიონი) და გაბრიელ ჟესუსი (105.4 მილიონი).

 

TOP10-ში კიდევ სამი კლუბია, რომელთა სრული შემადგენლობის ფასი მილიარდ ევროს აჭარბებს: მეორეზეა “ტოტენჰემი” (1.173 მილიარდი ევრო), მესამეზე – “ბარსელონა” (1.13 მილიარდი), მეოთხეზე – “ჩელსი” (1.044 მილიარდი).

 

მხოლოდ მეექვსე ადგილზეა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი “რეალი”.

TOP10 სრულად ასე გამოიყურება (მოთამაშეთა სატრანსფერო ღირებულება მიღებულ იქნა ალგორითმის საფუძველზე, რომელიც CIES-ის კვლევითმა ჯგუფმა შეიმუშავა):

 

1. მანჩესტერ სიტი – 1.196 მილიარდი
2. ტოტენჰემი – 1.173 მილიარდი
3. ბარსელონა – 1,130 მილიარდი
4. ჩელსი – 1,044 მილიარდი
5. მანჩესტერ იუნაიტედი – 919 მილიონი
6. რეალი – 903 მილიონი
7. ლივერპული – 901 მილიონი
8. პსჟ – 864 მილიონი
9. ატლეტიკო – 800 მილიონი
10. იუვენტუსი – 743 მილიონი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები