LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტუაცია ქართულ კომპანიაში , რომელიც ყველას გეცნობათ – „ბოლოს მფლობელის ძმისშვილი ვეფხია ავიყვანეთ…“

468

სოციალურ ქსელში საინტერესო და სახალისო პოსტი ვრცელდება იმ სიტუაციაზე, რომელიც ქართულ კომპანიებში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნისას ხშირად ხდება ხოლმე.

„საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ვაკანსია გამოვაცხადეთ კომპანიაში, სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე (4 500 ლარი/თვეში + ბონუსები + კარგი სოციალური პაკეტი)!

718 აპლიკაცია მივიღეთ:

პირველ ეტაპზე, დოკუმენტების საფუძველზე, 50 საუკეთესო ავარჩიეთ.

მეორე ეტაპზე, აპლიკანტებს წერითი დავალება მივეცით: „გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნები ქართულ პერსპექტივაში“.

მესამე ეტაპზე, დარჩენილ 10 კანდიდატს გავესაუბრეთ.

მეოთხე ეტაპზე კი, დილემის წინაშე აღმოვჩნდით: დაგვრჩა 2 არაჩვეულებრივი აპლიკანტი: ნიკა (ამერიკულ-ევროპული განათლება + 6 უცხო ენა + კორპორაციებში მუშაობის გამოცდილება) და თინა (ევროპულ-იაპონური განათლება + 5 უცხო ენა + Google-სა და JP Morgan-ში მუშაობის გამოცდილება).

ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ტვინი ვიმტვრიეთ და ბოლოს, კომპანიის მფლობელმა დაგვირეკა და მისი ძმისშვილი ვეფხია ავიყვანეთ…“

სოცქსელში წერენ, რომ ეს კონკრეტული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა ასეთია რეალობა ძალიან ხშირ შემთხვევაში…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები