LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიტყვიერი დაპირისპირება პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის – მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა [ვიდეო]

86

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა. მანამდე მან თხოვა პარლამენტის თავმჯდომარეს უზრუნველეყო მისთვის დებატების ფორმატი, რათა საშუალება ქონოდა დებუტატების კითხვებისთვის ეპასუხა. გიორგი მარგველაშვილის ეს შენიშვნა არ გაიზიარა ირაკლი კობახიძემ და პრეზიდენტს მიუთითა, რომ ეს არ იყო რეგლამენტით გათვალისწინებული.

“ჩვენ გვაქვს გამოცხადებული დებატები. მე უნდა მქონდეს შესაძლებლობა, რომ შევქმნა დებატის ფორმატი. ეს არ არის დებატი, როცა ვისმენ სხვადასხვა შეხედულებებს და მე არ მაქვს შესაძლებლობა ჩავერთო დისკუსიაში. გადაწყვიტეთ ისე, რომ მომეცეს დებატების საშუალება. მე არ მახსოვს, რომ პრეზიდენტს არ ჰქონოდა პასუხის გაცემის უფლება,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის ქმედება იყო რეგლამენტისა და საქართველოს პარლამენტის უპატივცემულობა და მან ეჭვი გამოთქვა,  რომ ეს იყო წინასწარ განსაზღვრული ქმედება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები