LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული ფრანგულად – ის, რაც პარიზში რომანტიკული თავგადასავლების მაძიებლებმა უნდა იცოდნენ

993

წარმოუდგენელია რომანტიკა საფრანგეთის გარეშე, რადგან სწორედ სიყვარულის ამ ქვეყანას უკავშირდება ადამიანთა სტერეოტიპების და ფანტაზიების უმრავლესობა, რომელთა შორის ზოგი მართალია, ზოგი კი, აბსოლუტურად მცდარი.

წელიწადში 50 ქორწინება 10 000 მოსახლეზე, 2 მილიონი დაურეგისტრირებელი წყვილი, წყვილთა 45% ქორწინებას მხოლოდ ორწლიანი ან მეტი თანაცხოვრების შემდეგ არეგისტრირებს, ქორწინების 55% განქორწინებით სრულდება, ბავშვების 60%-ზე მეტი ქორწინების გარეშე იბადება – სწორედ ასეთია სტატისტიკა. ფრანგული სიყვარული ფეიერვერკივით კაშკაშა, მაგრამ სწრაფმავალია. ოჯახური ფასეულობების მცნება კი, ფრანგების უმეტესობაში მსუბუქ გაკვირვებას იწვევს.

თუმცა, არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ ფრანგი მამაკაცი საბავშვო ეტლით (რაც მიუხედავად ციფრებისა, საკმაოდ გავრცელებული ფაქტია) ძალიან სასიამოვნო, სადღაც შთამბეჭდავი სანახაობაა. წარმოიდგინეთ მაღალი და თხელი მამაკაცი, ელეგანტური ვარცხნილობით პალტოსა და შარფში, რომელიც გვერდზე ჩაგიქროლებთ, თქვენ თვალს გააყოლებთ, მერე კი, მეორე უფრო სიმპათიური ჩაივლის – დაახლოებით ასეა ყოველთვის, ვიზუალური ბედნიერება პარიზში არასდროს სრულდება.

ფრანგების სილამაზე არა იმდენად  გარეგნობითაა განპირობებული, რამდენადაც სტილით და ბუნებრივი შარმის კარგად მიწოდების უნარით. საიდუმლოს გამოცნება საკმაოდ მარტივია ბავშვებზე დაკვირვებით – პატარა ფრანგები ყოველთვის მოვლილები და მოდურად ჩაცმულები არიან.

პარიზში ნებისმიერი გემოვნების ქალბატონისთვის მოძებნება მამაკაცი. აქ თავისუფლად შეხვდებით მაღალ, ცისფერთვალება და ქერათმიან მამაკაცებს, ბრუტალურ მაროკოელებს კეხიანი ცხვირით, ხუჭუჭი თმით და მუქი ფერის თვალებით ან იდეალური აღნაგობის აფროფრანგებს.

პარიზში მამაკაცის გაცნობა ძალიან ადვილია. რა თქმა უნდა, არ ღირს ოცნება “დიად და ნათელ გრძნობებზე”, მაგრამ რომანტიკული შთაბეჭდილებები ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული გექნებათ. ფრანგებისთვის მსუბუქი ურთიერთობებიც კი, წარმოუდგენელია  სექსის გარეშე, რაშიც როგორც ამბობებნ საუკეთესოები არიან. თუმცა, ისინი მხოლოდ უსაფრთხო სექსის მომხრეები არიან და თქვენც აუცილებლად თავდაცვისკენ მოგიწოდებენ.

illu_article_content

სტატისტიკის გათვალისწინებით, ფრანგი მამაკაცები არასდროს ჩქარობენ დაქორწინებას, თუმცა არც ერთად ცხოვრებაზე ამბობენ უარს.  ვარიანტები ასარჩევად ამგვარ ურთიერთობაშიც ბევრია – შეგიძლიათ იცხოვროთ ერთად და სახელმწიფოს არ შეატყობინოთ თქვენი კავშირის შესახებ, ან გააფორმოთ თანაცხოვრების ოფიციალური დოკუმენტი და უამრავი ბონუსი, მათ შორის საგადასახადო და სოციალური დაზღვევის შეღავათები მიიღოთ. თუმცა, ამგვარი დოკუმენტის მოქმედება არ ვრცელდება შთამომავლობაზე, ამიტომ ბავშვის ყოლის სურვილის შემთხვევაში ფრანგები ოფიციალურად ქორწინდებიან.

ფრანგული ქორწინება მყარი თითქმის არასდროსაა, რადგან ორივე სქესის წარმომადგენლებს სჯერათ, რომ ცხოვრება მხოლოდ სიამოვნებისა და ბედნიერებისთვისაა შექმნილი და არ ღირს მისი დამძიმება ერთფეროვანი ყოველდღიური ყოფით.

ასე რომ, თუ თქვენ “easy come – easy go” ურთიერთობის მომხრე ხართ და საფრანგეთში მოგზაურობისგან მაქსიმალური სიამოვნების მიღებას ელით შორსმავალი პერსპექტივების გარეშე, პარიზი სწორედ თქვენი არჩევანია!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები