LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარული თავის ტვინის მუშაობას ააქტიურებს

88

მეცნიერების კვლევებით დადგინდა, რომ სიყვარული სერიოზულ გავლენას ახდენს თავის ტვინის მუშაობაზე.

ექსპერიმენტში უნივერსიტეტის 100 სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც მეცნიერებმა სამ ჯგუფში გადაანაწილეს. პირველმა ჯგუფმა ბედნიერი შეყვარებულები გააერთიანა, მეორეში ისინი მოხვდნენ, ვინც ცოტა ხნის წინ გაწყვიტა რომანტიკული ურთიერთობა, მესამეში კი, ის მოხალისეები გაერთიანდნენ, ვისაც ან არასდროს ან დიდხანს არ ჰყოლია შეყვარებული.

მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ, რომელიც მოხალისეებმა გაიარეს, დაადასტურა რომ შეყვარებულ სტუდენტებს ტვინის ის ზონები ჰქონდათ გააქტიურებული, რომლებიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ემოციებთან, მოტივაციასა და სოციალურ შემეცნებასთან. საყვარელ ადამიანთან ცოტა ხნის წინ დაშორებულთა ტვინის ეს ზონები ნაკლებად აქტიურად ფუნქციონირებდნენ, ყველაზე ნეკლები აქტივობა კი, მათ აღმოაჩნდა, ვინც საერთოდ უარი თქვა სიყვარულზე.

მეცნიერების განცხადებთ, მათ პირველად მოიპოვეს რეალური მტკიცებულება, რომ სიყვარული აქტიურად ზემოქმედებს ტვინის ფუნქციონირებაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები