LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულის არომატი Dior–ისგან – Miss Dior საქართველოშია

343

სიყვარულის აღიარება Dior–ისგან – არა უბრალოდ აქსესუარი, არამედ ქალის უკანასკნელი შტრიხი – ასეთია Miss Dior-ის სურნელი, რომელიც მისი შექმნის ეპოქიდან მოყოლებული საკუთარ ნიშას არ ცვლის. პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა Voulez-Vous-მ მომხმარებელს Miss Dior-ის ახალი სურნელი წარუდგინა.

ელეგანტური, შარმიანი, იდუმალი, გამოცდილი და თავდაჯერებული, ასეთია Miss Dior-ის ქალი, რომელიც ახალი სურნელით კიდევ უფრო ცდილობს, სიყვარულით გამოწვეული ემოციების, გრძნობებისა და ქცევების დემონსტრირებაას.

როგორც ”ფორტუნას” Voulez-Vous-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნინო ნოდიამ განუცხადაMiss Dior-ის სურნელში გამოხატულია სიყვარულის ყველა მხარე.  ბერგამოტის მსუბუქი და ნათელი ნოტი გამოკვეთს გრასის ვარდის სინაზეს და დამასკური ვარდის მიმზიდველობას. არომატის კომპოზიციას ასრულებს პიკანტური ნოტებისა და პოლისანდრის ხის დაუოკებელი ვნება.

”Miss Dior შექმნისთანავე სიყვარულის არომატია. მის განახლებულ სურნელში გაერთიანებულია ყოველივე რაც იდეალურ არომატს ახასიათებს: მგრძნობელობა, მიმზიდველობა და ცდუნება. სურნელი ჩვენში უნდა იწვევდეს მოქმედების სურვილს, სინაზეს და სიყვარულს… წარმოუდგენლად ელეგანტური, Miss Dior–ი ყოველთვის გვიპყრობს თავისი დახვეწილი და მაცდუნებელი ხასიათით.  Miss Dior–ი გრაციოზული, ნაზი და დელიკატური კომპოზიცია ერთდროულად მიმზიდველი და მსუბუქია”, – აღნიშნა ნინო ნოდიამ.

რევოლუციიდან…

Miss Dior–ის არომატი 1947 წლის 12 თებერვალს, კრისტიან დიორის პირველი ჩვენების დროს წარადგინეს. ამ დღეს მოხდა პარფიუმერიისა და მოდის რევოლუცია.

ევოლუციამდე…

2017 წელს, ფრანსუა დემაშიმ შემოგვთავაზა Miss Dior Eau De Parfum განახლებული ინტერპრეტაცია. არომატი იდეალურად ერწყმის მოდის სახლისთვის, მარია–გრაცია კიურის მიერ შექმნილ სილუეტებს.

„Miss Dior-სთვის მე სკულპტორის მსგავსად ვქმნიდი ყვავილოვანი სურნელის ყველა მხარეს, გამოვკვეთდი ვარდის მგრძნობიარე ნოტის ძალას. მე გადავახალისე და შევქმენი მეტად დახვეწილი ყვავილოვანი კომპოზიცია, შევავსე გრძნობით, მიმზიდველი და გამომწვევი ხასიათით. ეს არის აფეთქება… დეკლარაცია სიყვარულის შესახებ!“ – ამბობს ფრანსუა დემაში.

Miss Dior-ის განახლებული სურნელი პარფიუმერის იდეას განაგრძობს  და მოგვითხრობს ძლიერი, მგრძნობიარე, მეამბოხე, შეყვარებული ქალის შესახებ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები