LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სჯობს, ყველა პარტიას შემოსავალი დეკლარირებული ჰქონდეს – სოზარ სუბარი

95

“სჯობს, ყველა პარტიას დეკლარირებული ჰქონდეს შემოსავალი. “ქართულ ოცნებას” ყველა შემოსავალი აქვს დეკლარირებული ,” – ასე გამოეხმაურა დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, აუდიტის სამსახურის მიერ პარტიების შემოწირულობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

“ყოველდღე დადიან რეგიონებში, ატარებენ აგიტაციას და ამ დროს, თურმე, არანაირი შემოწირულობა არა აქვთ. ცხადია, ეჭვი ჩნდება, რომ მათ გარკვეული თანხები აქვთ არალეგალურად მიღებული, რაც არის ძალიან ცუდი,” – განაცხადა მინისტრმა.

სუბარი ფიქრობს, რომ იმ პირებმა, რომელთა შემოსავლებში კითხვები გაჩნდა, პასუხი უნდა გასცენ აუდიტის სამსახურს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები