LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალი ესპანეთის სამეფო ოჯახში: დედოფალ ლეტისიას კონფლიქტი დედამთილთან ვიდეოზე გადაიღეს (ვიდეო)

346

ესპანეთის დედოფალი ლეტისია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მონარქად ითვლება. მისი გამოჩენა ყოველთვის დიდ რეზონანს იწვევს მედიაში, რადგან ის ჩაცმის განსაკუთრებული სტილით გამოირჩევა და მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ამჯერად კი ლეტისია მედიის ობიექტივში ვიდეოს წყალობით აღმოჩნდა, რომელიც აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაშია გადაღებული. უცნობი ადამიანის ვიდეოში კარგად ჩანს, კონფლიქტი დედოფალ ლეტისიასა და დედამთილს შორის. ეკლესიიდან გამოსული დედოფალი სოფია შვილიშვილებთან ერთად ფოტოგრაფებთან პოზირებს, როცა მასთან ლეტისია მიდის და კატეგორიულად სთხოვს უკან დახევას. როგორც ჩანს, ლეტისია დედოფლის აქტიურობამ და მედიასთან კომუნიკაციამ გააღიზიანა.

მოგვიანებით კონფლიქტში ესპანეთის მეფე, ფილიპ მეექვსეც ჩაერთო, როელმაც მეუღლესა და დედას შორის კონფლიქტის განმუხტვა სცადა. მოგვიანებით მონარქებმა ოფიციალური სააღდგომო ფოტოც გადაიღეს, სადაც ისინი გაღიმებულები, სრული შემადგენლობით პოზირებდნენ ფოტოგრაფებთან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები