LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდალური კარიკატურის ავტორმა ტვიტერი გააუქმა

80

მას შემდეგ,რაც ამერიკის ღია პირველობის ფინალში სერენა უილიამსმა სცენები მოაწყო,მისი ქმედებები საერთაშორისო მედიის განსჯის საგანი გახდა,თუმცა არაფერს არ გამოუწვევია ისეთი სკანდალი,როგორც ავსტრალიურ Herald Sun-ში გამოქვეყნებულ კარიკატურას.

კარიკატურის ავტორს,მარკ ნაიტს ბრალი სექსიზმსა და რასიზმში დასდეს,რადგან მასზე სერენა უილიამსის მეტოქე,ნაომი ოსაკა ღია ფერის,ქერათმიან ქალადაა წარმოჩენილი,სერნა კი არცთუ სასიამოვნოდ გამოიყურება.

ნაიტის შექმნილ კარიკატურას ნეგატიური კომენტარები მოჰყვა ისეთი ცნობილი სახეების მხრიდან,როგორებიც არიან ჯოან როულიგი,ბენ სიმონსი და ნიკი მინაი.

მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც,რომ მარკ ნაიტი სალანძღავი სიტყვების გარდა სასიკვდილო მუქარებსაც იღებდა,რის გამოც მან ტვიტერზე საკუთარი გვერდი გააუქმა.

Herald Sun-ის რედაქციამ თანამშრომელი დაიცვა და განაცხადა,რომ მის მიერ შექმნილ კარიკატურაში არაფერია რასისტული,ან სექსისტური.ეს უბრალოდ კარიკატურაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები