LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკანდინავიური ბრენდის მაღაზია ბათუმშიც გაიხსნა: იუსკი ქსელს აფართოებს

392

საცალო ვაჭრობის სკანდინავიური ბრენდი – “იუსკ გრუფ”-ი საქართველოში ქსელს აფართოებს. ბრენდის რიგით მეორე მაღაზია ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, ბათუმში, ზურაბ გორგიძალის ქუჩაზე გაიხსნა. როგორც ”ფორტუნას” “იუსკ ფრანჩაიზ საქართველო”-დან აცნობეს, ფილიალი 1000 კვადრატულ მეტრზე განთავსდა და აქ 30 ადგილობრივი კადრი დასაქმდა.

”გავიხსენით 8 ივლისს და მთელი კვირის განმავლობაში გვაქვს ფასდაკლების აქცია. სრულ კოლექციაზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, შერჩეულ პროდუქციაზე – კი 50%-იანი (შერჩეული კოლექცია გულისხმობს ყველაზე მოთხოვნად და გაყიდვად პროდუქციას) ”, – აღნიშნეს “იუსკ ფრანჩაიზ საქართველო”-ში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს სკანდინავიური ბრენდი საქართველოში კიდევ ერთი ფილიალის გახსნას გეგმავს. მაღაზია ისევ დედაქალაქში, ნოემბრის თვეში გაიხსნება.

შეგახსენებთ, ”იუსკი” (JYSK) არის გლობალური საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს “ყველაფერი სახლისთვის” პრინციპით. პირველი მაღაზია მისმა მფლობელმა ბნ. ლარს ლარსენმა დანიაში, ქ. ორჰუსში 1979 წელს გახსნა. ამ ეტაპზე“იუსკ გრუფ”-ს 43 ქვეყანაში 2 300-ზე მეტი მაღაზია აქვს 20 000-ზე მეტი თანამშრომლით. ამ ჩამონათვალს 44-ე ქვეყნის სტატუსით საქართველოც შეუერთდა და ამ ეტაპზე ბრენდი ჩვენს ქვეყანაში 2 ფილიალითაა წარმოდგენილი, თბილისსა და ბათუმში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები