LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტ იოჰანსონი ახალ მეგობარ მამაკაცთან ერთად პირველად გამოჩნდა (ფოტო)

87

სკარლეტ იოჰანსონი და კოლინ ჟოსტი მიმდინარე წლის მაისიდან ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა, ამ დრომდე წყვილი ერთად ოფიციალურად არსად გამოჩენილა.  ამჯერად  იოჰანსონი და ჟოსტი ერთად ნიუ-იორკში გამართულ გალა-წვეულებაზე გამოჩნდნენ.

წითელ ხალიჩაზე შეყვარებულები ერთად მივიდნენ და ხელჩაკიდებულები დიდხანს პოზირებდნენ ფოტოგრაფებისთვის. სკარლეტი ბრწყინავდა„ივ სენ ლორანის“ წითელ კაბაში. 32 წლის მსახიობისა და 35 წლის სცენარისტის რომანზე მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც ისინი ერთ-ერთ წვეულებაზე კოცნის დროს დაინახეს. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული იოჰანსონისა და რომან დორიაკის განქორწინების პროცესი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები