LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტ იოჰანსონის აზრით ტრამპის ქალიშვილი მშიშარაა

49

„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ჰოლივუდელი ნიუ-იორკში ქალებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გამოდიოდა და მოგვიანებით ჟურნალისტებს ვრცელი ინტერვიუც მისცა. 32 წლის იოჰანსონმა თავის სამსახურზე, სამოქალაქო აქტივობებზე და დედობაზე საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კი მას ივანკა ტრამზე დაუსვა კითხვა და სკარლეტსაც მეტი არ უნდოდა. შეგახსენებთ, რომ მსახიობს ამერიკის ახალი პრეზიდენტი დიდად არ უყვარს და თვლის რომ მას მხარს შვილიც არ უნდა უჭერდეს. მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ივანკას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მამას ხშირად აკრიტიკებს, თუმცა არა საჯაროდ. სწორედ ამიტომ, ჰოლივუდელის აზრით, ივანკა მშიშარა.

აღსანიშნავია, რომ სკარლეტი და ივანკა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ, ისინი ერთ წრეში გაიზარდნენ, თუმცა მეგობრები არასდროს ყოფილან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები