LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტ იოჰანსონმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა (ფოტო)

225

სკარლეტ იოჰანსონისა და კოლინ ჯოსტის ერთობლივი ფოტოს ხილვა დიდი იშვიათობაა. 33 წლის იოჰანსონი ბოიფრენდთან ერთად იშვიათად ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. პირველად ისინი გასული წლის ბოლოს, ამერიკის ისტორიის მუზეუმში ვიხილეთ. ამჯერად კი შეყვარებულები მეორე საჯარო გამოსვლის ფარგლებში ახალი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდნენ. „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ ასე ქვია ფილმს, სადაც სკარლეტ იოჰანსონი მთავარ როლს ასრულებს.

პრემიერაზე სკარლეტ იოჰანსონი ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში პიზირებდა, რომელიც თვლებითა და ბისერებთ იყო გაფორმებული. დეკოლტირებულ კაბაში კარგად ჩანდა ტატუ, რომელიც მსახიობს ზურგზე აქვს დატანილი.

საინტერესოა, რომ სკარლეტი პირველად გამოჩნდა შეცვლილი იმიჯით. მოკლე და მუქი ყავისფერი თმით ის პირველად ვიხილეთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები