LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტ იოჰანსონმა სოფლის სახლი 4 მილიონად შეიძინა (ფოტო)

229

33 წლის სკარლეტ იოჰანსონმა ნიუ-ორკის მახლობლად, პატარა სოფელ პალისედიში უძრავი ქონება შეიძინა. ულამაზესი სახლი მდინარე გუდზონის ხედით მსახიობს 4 მილიონი დოლარი დაუჯდა. სახლი ბუნების წიაღში, ულამაზესი ხედით, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას მდებარეობს. სახლში 4 საძინებელი, ამდენივე აბაზანა და 4 ათას მეტრ კვადრატზე გაშენებული ეზოა.

სახლის დიზაინი არქიტექტორ ერიკ გუგლერომს ეკუთვნის, რომელიც რუზველტმა თეთრი სახლის რეკონსტრუქიციისთვის დაიქირავა. სახლს ვარსკვლავური ისტორია აქვს, რადგან აქ სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ ანჯელინა ჯოლი, ალ პაჩინო, ბიორკი და ჯესიკა ლანგი.

ცნობილია, რომ ახალ სახლში იოჰანსონი ბოიფრენდთან, ბოლინ ჟოსტთან ერთად გადავა საცხოვრებლად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები