LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკარლეტ იოჰანსონს მამაკაცი სამზარეულოში მოსწონს

103

მეუღლესთან, რომან დორიაკთან დაშორების შემდეგ, 32 წლის სკარლეტ იოჰანსონს კვლავ მარტოხელას სტატუსი აქვს. ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში მსახიობმა მამაკაცის სასურველ ტიპაჟზე ისაუბრა და მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ მამაკაცად ცნობილი შეფ-მზარეული გორდონ რამზი დაასახელა. „ის ყველაზე ცხელი მამაკაცია!“ – აღიარებს მსახიობი.

სკარლეტმა ქალიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკუთარი ფილმების ნახვის უფლებას მას 11-12 წლის ასაკამდე არ მისცემს. მსახიობმა გაიხსენა, რომ „კრავთა დუმილი“ 9 წლისამ ნახა და დიდი ტრავმაც მიიღო.

შეგახსენებთ, რომ იოჰანსონი მეუღლეს მიმდინარე წლის იანვარში დაშორდა. მსახიობი და ფრანგი ჟურნალისტი საერთო ქალიშვილზე მოეურვეობის მოპოვებას სასამართლოს გზით ცდილობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები