LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სხეულზე არსებული სილურჯეები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებენ

1598

სხეულზე არსებული სილურჯეები ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიუთითებს. მეცნიერები ემხრობიან იმ მოსაზრებას, რომ სილურჯეები ჯანმრთელობის მარკერებად შეიძლება გამოიყენონ. სპეციალისტების განცხადებით, ჩაქცევების მორფოლოგია ორგანიზმის იმუნური სისტემის გამოვლინებაა.

ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანების სხეულებზე არსებული დალურჯებები შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთი და იგივე ტრამვით მიღებული სისხლჩაქცევები შესაძლლოა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებოდნენ.

კერძოდ, სპეციალისტები დარწმუნდნენ, რომ სილურჯეები ერთმანეთისგან ფერითა და ფორმით განსხვავდებიან და კანზე სხვადასხვა ხანგრძლივობით ჩერდებიან. ეს უკანასკნელი კი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მუშაობს ადამიანის იმუნური სისტემა.

მეცნიერების ვარაუდით, ჩაქცევის მუქი ფერი და დიდი ფართობი მომატებულ სისხლის წნევასა და გულის ზედმეტად დატვირთვაზე მიუთითებს. ხასხასა წითელი შეფერილობის ჩაქცევა კი ინფექციაზე მიანიშნებს. გარდა ამისა, ადამიანებს უნდა აღელვებდეს, როდესაც სილურჯეები სხეულზე მარტივად ჩნდებიან და დიდხანს რჩებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები