LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლაში სწავლა ვაშლის გარეშე დაიწყება – რატომ ვერ ასრულებს ჯეჯელავა პირობას

77

თბილისის 10 ყველაზე დიდ საჯარო სკოლაში არდადეგებიდან დაბრუნებულ მოსწავლეებს ვაშლი მერხებზე 15 სექტემბერს, სწავლის დაწყების პირველ დღეს, არ დახვდებათ.

როგორც „ფორტუნას“ პროექტის მენეჯერმა, მაია მუშკუდიანმა, განუცხადა, ტენდერი ვაშლის შესყიდვაზე ჯერჯერობით ტექნიკური ხარვეზის გამო არაა გამოცხადებული.

„ტენდერს უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ. მოსწავლეები კი ვაშლებს არა 15 სექტემბერს, არამედ მომდევნო სასწავლო კვირის ერთ-ერთ დღეს მიიღებენ,“ – აღნიშნა მუშკუდიანმა.

თბილისის მასშტაბით 10 საჯარო სკოლაში სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით თვეში, დაახლოებით, 80 ათასი ვაშლი დარიგდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები