LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება

85

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასა და სკოლებში ძალადობის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესახებ იმსჯელეს, დასრულდა.

მას შემდეგ, რაც თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი თანატოლებმა მოკლეს, დღის წესრიგში დადგა სკოლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საკითხი.

სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრების ერთობლივი ინიციატივით შეიქმნა.

გადაწყდა, რომ სკოლების უსაფრთხოების მინიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება, გაიზრდება მანდატურთა როლიც. პოლიტიკოსები ამ მიმართულებით კანონის გამკაცრების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

შეხვედრას, პროკურატურის, განათლების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ წარმომადგენლებმა კომენტარები გააკეთეს.