LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში მანდატურის სამსახური გაძლიერდება და უსაფრთხოების მონიტორინგში პატრული ჩაერთვება

36

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის, განცხადებით, სკოლებში მანდატურის სამსახურის როლი გაძლიერდება და სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება.

ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგთან დაკავშირებით შეთანხმება შს მინისტრთან ირის მიღწეული.

„გუშინ შევხვდი შინაგან საქმეთა მინისტრს. ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ აუცილებელია, დანაშაულის პრევენციის მიზნით, სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. შევთანხმდით, რომ შეიქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც პრევენციის კონკრეტულ გეგმასა და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს. სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართულები იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ.

“უკვე დავსახეთ რამდენიმე მიმართულებით მუშაობის სტრატეგია. პირველ რიგში, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, ასევე მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება. ასევე გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია. გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში პრევენციული საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, საზოგადოებრივი წესრიგის და სასკოლო დისციპლინის დაცვის, ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ,“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, პროცესში პროფესიონალებთან ერთად ჩართული იქნებიან უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის სპეციალობის მაგისტრანტები და დოქტორანტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები