LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება – მიხეილ ჩხენკელი

52

„სკოლებში მოსწავლეების ჩანთების შემოწმება პიროტექნიკის საკითხს უკავშირდება,“ – ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩხენკელი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები მოსწავლეების ჩანთებს ამოწმებენ. ჩხენკელის თქმით, ჩანთების შემოწმება დაკავშირებულია საახალწლო პიროტექნიკასთან.

„ხდება შემოწმება, რომ მოსწავლეებმა საახალწლო პიროტექნიკა არ შეიტანონ სკოლაში. ეს ხდებოდა შარშან და ხდება წელს. ჩვეულებრივი პროცედურაა,“ – განაცხადა ჩხენკელმა .

თბილისის ზოგიერთ სკოლაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მანდატურის სამსახურმა მაღალი კლასების მოსწავლეების შემოწმება დაიწყო. კერძოდ, როგორც მოსწავლეები აცხადებენ, მანდატურები მე-8 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლაში შესვლისას ჩანთებს უმოწმებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები