LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლება იგეგმება

48

სკოლებში რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას პარლამენტი მხარს უჭერს. სკოლის მოსწავლეებში აღნიშნულ საკითხებზე სასემინარო სწავლების დანერგვის ინიციატივა სახალხო დამცველის ეკუთვნის.

ჯანდაცვის კომიტეტის განმარტებით, მოსწავლეებში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია.

„ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ სათანადო ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების და  ადრეულ ასაკში, ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ“, – აღნიშნულია კომიტეტის დასკვნაში.

დოკუმენტი, რომელიც სკოლებში რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხების სწავლებას ითვალისწინებს,  ჯერ მხოლოდ პროექტის სახით არის წარმოდგენილი და კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები