LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს – განათლების მინისტრი

116

“სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგისა და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს,” – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლიანია ის, რომ მენტორ და წამყვან მასწავლებლებს აქვთ სხვა პედაგოგებისგან განსხვავებული ხელფასი.

„წამყვანმა და მენტორმა მასწავლებლებმა მიაღწიეს ამ დონეს. მათ შეასრულეს საკმაოდ დიდი სამუშაო და ხდება მათი წახალისება. საქმე ისაა, რომ სხვა მასწავლებელს, ყველას აქვს შანსი, რომ გახდეს წამყვანი და შემდეგ მენტორი, თუმცა, ამჟამად ხელფასების მატება შეეხო მხოლოდ წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, რადგან გვინდა, ყველა მასწავლებელი წავახალიოთ, რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია და გადავიდეს შემდეგ საფეხურზე. შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ ამ საფეხურს. თუმცა, მე მინდა, გითხრათ, რომ ზოგადად  მასწავლებლების ანაზღაურების თემა ძალიან სერიოზული თემაა  და ჩემს პირად აზრს  მოგახსენებთ, რომ ყველა მასწავლებელს, უკლებლივ  ყველას, ხელფასი უნდა იყოს უფრო მაღალი და ამ მამართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ,“ –  განაცხადა ჩხენკელმა.

მან ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ სკოლის ტექნიკური პერსონალის ხელფასების გადახედვაც უნდა მოხდეს.

„ტექნიკურ პერსონალს სკოლაში საკამოდ მძიმე სამუშაო აქვს და  საკმაოდ რთულია, როგორც პედაგოგის, ასევე ტექპერსონალის მოღვაწეობა სკოლაში. შესაბამისად, სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის – პედაგოგის, ადმინსიტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს,“ –  აღნიშნა მინისტრმა.

პოპულალურები