LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის გარეპერიმეტრის პატრულირებას სამართალდამცავები განახორციელებენ

41

სკოლის გარეპერიმეტრის პატრულირებას სამართალდამცავები განახორციელებენ.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა, განაცხადა და აღნიშნა, რო სამინსიტროს მიზანია, ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო.

„მანდატურების სამსახური გადაიხედება და გაძლიერდება. მჭიდრო კავშირი დამყარდება მასსა და საპატრულო პოლიციას შორის. რაც შეხეხება საპატურო პოლიციის ფუნქციას, იქნება სკოლოს მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა მოსწავლეები დაასრულებენ გაკვეთილებს, მოსწავლეები სკოლიდან სახლში ბრუნდებიან. ჩვენი მიზანია, რომ უკლებლივ ყველა სკოლა იყოს უსაფრთხო. ყველა სკოლას შეეხება ეს. ახლა მიდის მუშოაბა, როგორი მარშრუტი იქნება პატრულირების,” – აღნიშნა ჩხენკელმა.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება.

„მინდა, მივისამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საზოგადოებას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედია აღარსდროს განმეორდეს. როგორც მოგეხსენებათ, მე შევხვდი შს მინისტრს, სადაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას უწყებათაშორისი ჯგუფი, სადაც შევლენ სხვადასხვა სამინისტროს წარმოამდგენლები. მათ შორის, განათლებისა და მეცნიერების, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინსიტროების და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელბიც ახაგალზრდების თემატიკით არიან დაკავებულები, რათა მოხდეს ჩამოყალიბება იმ სტრატეგიის, რომ მსგავსი  ტრაგედია აღარ განმეორდეს,“ –  განაცხადა მიხეილ ჩხენკელმაა.

მისი თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა და შეხვედრები ფსიქოლოგების ჯგუფთან და იმისთვის, რომ ფსიქოლოგებმა მოიცვან სკოლები, ამ პროექტში ჩაერთვებიან ასევე ფსიქოლოგიის სპეციალობის წარმატებული მაგისტრანტები და დოქტორანტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები