LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის მაღალი სართულის ფანჯრიდან მოსწავლე გადმოძვრა – მიმდინარეობს მოკვლევა

147

ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში, მოსწავლის მაღალი სართულიდან ფანჯარაში გადაძრომის ფაქტს სკოლის ადმინისტრაცია და განათლების სამინისტრო იკვლევს. როგორც სკოლის დირექტორმა ნატო გოგუაძემ  განაცხადა, სასწავლო პროცესი დაწყებისთანავე დირექციის წარმომადგენელმა შეამოწმა სასკოლო ოთახები, ხელოვნების კაბინეტში არ იყვნენ დაწყებითი საფეხურის ბავშვები.

“5 ბავშვი იყო საკლასო ოთახში. ფანჯარაზე ბავშვი არ შეგვინიშნავს, არც მანდატურს. როდესაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, უკვე ბავშვებთან ვიყავით. ფაქტს ვიკვლევთ ჩვენც. სასწავლო პროცესი რამდენიმე წუთი იყო დაწყებული, მშობელს დამრიგებელი დაუკავშირდა, ” – განაცხადა სკოლის დირექტორმა.
მისივე შეფასებით, სკოლაში უსაფრთხოება დაცულია. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, როგორ გადმოძვრა მოსწავლე საკლასო ოთახის ფანჯრიდან და ისევ უკან, ოთახში შებრუნდა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=L_AtIYJ4TYw

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები