LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის მეორე სართულიდან 6 წლის ბავშვი გადახტა

41

ქუთაისში, ერთ-ერთ სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  შემთხვევა კერძო სკოლაში მოხდა.

პედაგოგები ადასტურებენ, რომ ბავშვი საპირფარეშოდან გადმოხტა, თუმცა უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მოსწავლე საპირფარეშოში ჩაკეტილი იყო.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. სკოლის ადმინისტრაცია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

პორტალი Kutaisi Today კი წერს, რომ ბავშვს კიდურების მოტეხილობა და ტვინის შერყევა აღენიშნება.

თვითმხილველების განცხადებით ბავშვი საპირფარეშოში თანაკლასელებმა ჩაკეტეს, შეშინებულმა მოზარდმა თავი დატყვევებას ტუალეტის ფანჯარის ჩატეხვით და მეორე სართულიდან გადმოხტომით დააღწია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები