LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლის მოსწავლემ საჩუქრად საოცრება მიიღო… ზლატანი (ვიდეო)

39

„მანჩესტერ იუნაიტედის“ პარტნიორი სკოლის მოსწავლემ საჩუქრად ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიიღო.

ლიამი „იუნაიტედის“ ფონდის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა. ის კარგი სწავლისთვის პრიზის მისაღებად აირჩიეს, მაგრამ ბიჭი არ ელოდა, რომ კუმირს, თვით ზლატანს შეხვდებოდა.

„დღეს მე მივიღე საოცარი, საუკეთესო საშობაო საჩუქარი ცხოვრებაში. მინდა მუდმივად ვიშრომო და წინ წავიდე, ერთ დღეს ფეხბურთელი რომ გავხდე“, – დაწერა ლიამის ოცნება-სიტყვები „მირორმა“.

იბრაჰიმოვიჩმა პრემიერლიგის 16 მატჩში 11 გოლი გაიტანა, მათგან ბოლო ტურში დუბლი შეასრულა „ვესტ ბრომვიჩთან“.

ზლატანის მილოცვა ერთ-ერთია, რაც კლუბმა საშობაოდ მოამზადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები