LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკორპიონსის“ კონცერტზე ბილეთები აღარ არის!..

78

ლეგენდარული როკ-ჯგუფი „სკორპიონსი“ სცენაზე მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს სპეციალური ტურნეთი აღნიშნავს. ჯგუფის მოსმენა საქართველოშიც შეგვეძლება, ისინი 20 აგვისტოს შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ 9500 კაცის წინაშე წარდგებიან.

დარბაზის მენეჯმენტმა კონცერტის შესახებ მედიას ინფორმაცია 27 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა, 28 ივლისიდან საიტზე tkt.ge ბილეთები განთავსდა, რომლებიც რეკორდული სისწრაფით იყიდებოდა. თუკი უკვე დღეს საიტზე შეხვალთ, აღმოაჩენთ, რომ ყველა ადგილი ნაცრისფერია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბილეთები აღარ არის.

„ფორტუნამ“ ეს ინფორმაცია გადაამოწმა, როგორც გვითხრეს, ბილეთების დიდი ნაწილი შეძენილია, მცირე ნაწილი კი დაჯავშნილი და თუკი მათ დროულად არ შეიძენენ, ისევ გაიყიდება, ასე რომ, თუკი „სკორპიონსის“ კონცერტზე მოხვედრა გსურთ, პერმანენტულად შეამოწმეთ საიტი.

ბილეთის ფასი 40-დან 100 ლარამდე მერყეობს, ამასთან, 100 ლარი ვიაიპი ზონის ბილეთი ღირს.

„სკორპიონსის“ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ დადასტურებამდე ერთი კვირით ადრე გაჩნდა და ძალიან დიდი მოლოდინი შექმნა. როგორც ჩანს, გერმანულ როკ-ჯგუფს, რომლის ყველაზე ცნობილი ჰიტია „Wind of Change“, საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს.

სანამ „ბლექ სი არენას“ „სკორპიონსი“ ესტუმრება, მანამდე  6 აგვისტოს ცნობილი მევიოლინეს, ვანესა მეის კონცერტია დაგეგმილი. ჯერჯერობით მეის კონცერტის ბილეთები tkt.ge-ზე ხელმისაწვდომია.

ნინო მურღულია

13875131_10208812372999735_1601685819_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები