LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკრიპალის მოწამვლა არის სიგნალი ყველასთვის, ვინც პუტინის გაძლიერებულ რეპრესიებს არ ეთანხმება – ბორის ჯონსონი

97

“სკრიპალის მოწამვლა არის სიგნალი განსხვავებულად მოაზროვნეებისთვის თავად რუსეთში, ეს არის სიგნალი ყველასთვის, ვინც ვლადიმერ პუტინის რუსეთში გაძლიერებულ რეპრესიებს არ ეთანხმება. გზავნილი ერთმნიშვნელოვანია – ჩვენ თქვენ გიპოვით, დაგიჭერთ, მოგკლავთ,“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ეს დანაშაული კრემლის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევისა და ვლადიმერ პუტინის უგუნური მოქმედებების საერთო სურათში ჯდება.

„არსებობს ზოგადი ხაზი, რომელიც სოლსბერიში სკრიპალის მოწამვლას აკავშირებს ყირიმის ანექსიასთან, უკრაინაში კიბერშეტევებთან, გერმანიის პარლამენტზე ჰაკერულ თავდასხმასა და რუსეთის მიერ საზღვარგარეთის არჩევნებში ჩარევასთან,“ – აცხადებს ჯონსონი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები