LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Sky News: „ნოვიჩოკით“ გარდაცვლილ ბრიტანელ ქალს ის სუნამო ეგონა და სახესა და ხელებზე შეისხა

87

ტელეარხ Sky News ცნობით,  44 წლის დაუნ სტერჯერს, რომელიც „ნოვიჩოკმა“ იმსხვერპლა, მომწამვლელი ნივთიერება  სუნამო ეგონა და სახესა და ხელებზე შეისხა, რის გამოც სხეულის ეს ნაწილები დაიზიანა. ინფორაცია გამომძიებლების შეფასებებზე დაყრდნობით ვრცელდება.

Sky News -ის ცნობით , დაუნ სტერჯერსმა და მისმა მეგობარმა ფლაკონი ქუჩაში იპოვეს.

მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ მიაგნო ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კვალს, რომლითაც ქალაქ ემსბერიში ორი ადამიანი მოიწამლა.

ერთ-ერთი მსხვერპლის, ჩარლი როულის სახლში, პოლიციამ 13 ივლისის საღამოს მიაგნეს პატარა ბოთლს, რომელშიც აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის დროს შემქნილი სამხედრო დანიშნულების ნერვული მომქედების მომწამვლელი ნივთიერება. ბოთლში სიცოცხლისათვის სახიფათო ქიმიური ნივთიერების არსებობა, გავრცელებული ცნობით, დაადასტურეს მეცნიერებმაც.

პოლიციის თქმით, ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა ბოთლში აღმოჩენილი „ნოვიჩოკი“ იგივე ნივთიერება, რომლითაც მარტში მოიწამლნენ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია.

ქალაქ ეიმსბერის მცხოვრებნი, 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი 30 ივნისს, თავის საცხოვრებელ სახლში უგონოდ აღმოაჩინეს და ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. „ნოვიჩოკით“ მოწამლული 44 წლის დონ სტერჯესი გარდაიცვალა. ჩარლი როული კი გადარჩა და მკურნალობას აგრძელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები