LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება

59

სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურში 50%-იანი ზღვარი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა. ბიულეტენების 99,9%-ის დამუშავების შემდეგ არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, ბორუტ პაჰორი, ლიდერობს, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ხმების 47,07% მიიღო. მეორე ადგილზე ყოფილი მსახიობი, ქალაქ კამნიკის მერი, მარიან შარეცი (24,97%) გავიდა. წინასწარი მონაცემებით, აქტიურობამ რეკორდულად დაბალი 43,57% შეადგინა.

პაჰორი და შარეცი ახლა ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები