LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმარტფონის ხშირად გამოყენება კისერის პრობლემებს იწვევს

105

სმარტფონის ხშირად გამოყენება კისერთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს.

მედიკოსთა ინფორმაციით, კისრისა თუ წელის ტკივილით შეწუხებული პაციენტების რაოდენობა უკანასკნელ წლებში განსაკუთრებულად გაიზარდა და რაც ყველაზე მთავარია, პაციენტთა ასაკი საგრძნობლადაა გაახალგაზრდავებული. წესით და რიგით, მსგავსი პრობლემები ბავშვებსა თუ მოზარდებს ჯერ არ უნდა აწუხებდეთ. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესდნენ და დაადგინეს, რომ ყველაფერის მიზეზი თანამედროვე გაჯეტებია.

სმარტფონისა თუ ტაბლეტის გამოყენებისას კისერი არასწორ პოზიციაშია და დროთა განმავლობაში გართულებები წარმოიქმნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები