LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

77

სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის პასუხი ცნობილია. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კობაური ჯანმრთელია. მისი ადვოკატის ალაექსანდრე კობახიძის თქმით, დაკავებული უდანაშაულოა.

მისივე თქმით, ლექსო კობაიძის ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, ლორა სმიტის სხეულზე ბრალდებულის ბიოლოგიური მასალებია აღმოჩენილი, თუმცა ექსპერტიზას არ დაუდგენია, რომ მოკლული ქალი გაუპატიურებულია.

მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 3 აგვისტოს გადაიყვანეს. ექსპერტიზის ჩატარება საქმის პროკურორმა მოითხოვა.

მას სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში დღესვე გადაიყვანენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები