LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულთან შესახვედრად სახაზინო ადვოკატი შევიდა

149

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურთან შესახვედრად სახაზინო ადვოკატი ალუდა ბუჩუკური შევიდა. როგორც ალუდა ბუჩუკურმა ბრალდებულთან შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ის მალხაზ კობაურთან დაცვის სტრატეგიის შესათანხმებლად შედის.

რაც შეეხება ბრალდების აღიარების შესახებ დასმულ შეკითხვას, ადვოკატი აცხადებს, რომ ის დამატებით ინფორმაციას ვერ გასცემს ბრალდებულთან პოზიციის შეთანხმების გარეშე.

ადვოკატისვე ინფორმაციით, მან არ იცის იგეგმება თუ არა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამომძიებლების შესვლა დღეს.

7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი 1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმიტი და მისი მეუღლე ლორა დაღუპული იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც.

აღნიშნულ საქმეზე მალხაზ კობაური დააკავეს. 11 ივლისს მალხაზ კობაურს წინასაწრი პატიმრობა შეეფარდა.