LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SNO KIDS ღამის ნათებით – ეტიკეტებს ახალი ფუნქცია დაემატა

1313

„სნო ქიდს”-ის ეტიკეტებს ახალი ფუნქცია დაემატა, ისინი ღამით ანათებენ. როგორც „ფორტუნას” პროდუქციის მწარმოებელ კომპანია „აქვა გეო”-ში განუცხადეს, „სნო ქიდს”-ი ახალი ეტიკეტებით მომხმარებელს უკვე დღეიდან, ანუ 25 აპრილიდან შეუძლია შეიძინოს.

„სნო ქიდს”-ი ღამის ნათებით თბილისი მოლისა და ისთ-ფოინთის „კარფურის” ფილიალებში იყიდება.

როგორც „აქვა გეო”-ში განმარტავენ, „სნო ქიდს“-ი ევრო რეგულაციების სრული გათვალისწინებით იწარმოება. „საწარმოო პროცესის დროს მიმდინარეობს წარმოების დამატებითი კონტროლი. ტარა და საცობი გამოყენების წინ გადის დამატებით დეზინფექციას, უმაღლესი კლასის ფილტრების ქვეშ გატარებული ჰაერის ნაკადისა და ულტრაიისფერი ნათურების ქვეშ. პროდუქტთან შეხებაში მყოფი ეტიკეტებისა და შესაფუთი მასალების მიმართ წაყენებული განსაკუთრებული მოთხოვნები სრულადაა დაკმაყოფილებული, რაც რადიაციული გამოსხივების კონტროლსაც გულისხმობს”, – აღნიშნავენ პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში.

შეგახსენებთ, „აქვა გეო”-მ ბრენდ „სნო“-ს წარმოება 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს ბავშვთა კვების პროდუქტების წარმოება-დაფასოების სალიცენზიო მოწმობა მოიპოვა და ბაზარზე ახალი ბრენდი – „სნო ქიდს“-ი გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები