LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOCAR-მა ქართულ შვილობილ კომპანიაში წილი გაზარდა

160

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) ქართულ შვილობილ “სოკარ ენერჯი ჯორჯიაში” წილი გაზარდა.

კომპანიის ცნობით, აზერბაიჯანულმა  SOCAR-მა პარტნიორებისგან კაპიტალის 16.34% შეიძინა (8.17%-8.17%), რაც 34 მილიონი დოლარი დაუჯდა. შედეგად, აზერბაიჯანული კომპანიის წილი 51%-დან 67.34%-მდე გაიზარდა.

საჯარო რეესტრის სააგენტოს ინფორმაციით, ამ გარიგების შემდეგ, ქართულ კომპანიაში არაბთა გაერთიანებულ საემიროების კომპანიის  Intersun Holding FZCO -ის წილი 16.33% -მდე შემცირდა, ამდენივეა EVENTUS GENERAL TRADING FZE-ის წილიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები