LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოცდაუცველები ახალშობილისთვის 20 ლარის ფარგლებში საჭირო ნივთებსა და საფენებს უფასოდ მიიღებენ

148

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ახალშობილთა სოციალური პაკეტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება” უმჯობესდება. პროგრამის ბენეფიციარები – სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20 ლარიან ვაუჩერებსა და 50 პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ.

ახალშობილის მშობლები 20 ლარის ფარგლებში საჭირო ნივთებსა და საფენებს უფასოდ მიიღებენ, 50 პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენას ნახევარ ფასად შეძლებენ.

პროექტს იუსტიციის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები